საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია

ჰელმჰოლცის დიაბეტის მე-12 კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროგრამის დოქტორანტმა, მერაბ სეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო ჰელმჰოლცის დიაბეტის მე-12 კონფერენციაში, რომელიც გაიმართა მიუნხენში, 22-24 სექტემბერს, 2025.

მერაბმა წარადგინა კვლევა მეტაბოლურ სინდრომსა და ღვიძლის არაალკოჰოლურ ცხიმოვან დაავადებაზე. კონფერენცია წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ევროპულ პლატფორმას ტრანსლაციური დიაბეტის კვლევისთვის.

ვუსურვებთ წარმატებას მერაბს და ყველა ახალგაზრდა მკვლევარს, საქართველოს ბიოტექნოლოგთა ასოციაციის წევრებს!

🔗 ბმული — ჰელმჰოლცის დიაბეტის და ღვიძლის კვლევა