DINARA-WELWET: პირველი ონლაინ საკონსორციუმო შეხვედრა ჩატარდა
სასიამოვნოა გაცნობოთ, რომ Erasmus+ Youth პროექტის DINARA-WELWET - „One Health ინიციატივებისა და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით ველური ბუნების კონსერვაციაში ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება“ პირველი ონლაინ საკონსორციუმო შეხვედრა წარმატებით ჩატარდა 17 თებერვალს.
შეხვედრის ფარგლებში პროექტის პარტნიორებმა წარმოადგინეს თავიანთი გუნდები, კიდევ ერთხელ განიხილეს ინიციატივის ძირითადი მიზნები და იმსჯელეს საკვანძო ეტაპებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ველური ბუნების კონსერვაციაში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას, One Health მიდგომისა და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების ინოვაციური ინტეგრაციის გზით.
კონსორციუმმა ასევე განსაზღვრა განხორციელების შემდგომი ნაბიჯები და დააკოორდინირა პასუხისმგებლობები, რათა მომდევნო თვეებში უზრუნველყოფილი იყოს პროექტის ეფექტიანი წინსვლა.
მომავალი აქტივობების ფარგლებში, მარტში დაგეგმილია ეროვნული სამუშაო შეხვედრების (National Workshops) ჩატარება. აღნიშნული შეხვედრები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალგაზრდების ჩართვაში, ცოდნის გაზიარებასა და ეროვნული დონეზე პრაქტიკული უნარების განვითარებაში.
ვორქშოფების დღის წესრიგის, მონაწილე ორგანიზაციებისა და სპიკერების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მალე გამოქვეყნდება, თვალყური ადევნეთ სიახლეებს!
მოუთმენლად ველით საინტერესო და შედეგიან თანამშრომლობას. 🌱✨

