საქართველოს ბიოტექნოლოგთა ასოციაცია

GeBA-ს წარმომადგენლები Mic2Food COST Action-ის გახსნის შეხვედრას ესწრებიან

2025 წლის 21 ოქტომბერს ბრიუსელში, ნინო ინასარიძემ (თსუ, GeBA) და ელენა ჩერქეზიამ (თსუ, GeBA) მონაწილეობა მიიღეს ახლადდაწყებული COST Action CA24132 – „Accelerating Innovation and Development of European Microbial Foods (Mic2Food)“-ის საწყის შეხვედრაში.

Mic2Food ქსელი აერთიანებს მეცნიერებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ინოვატორებს მთელი ევროპიდან, რათა ხელი შეუწყონ მომავალი თაობის მიკრობული საკვების განვითარებას — მათ შორის უსაფრთხო შტამების იდენტიფიკაციას, ფერმენტაციის პროცესების ოპტიმიზაციას, მასშტაბირების სტრატეგიებს, შემდგომი დამუშავების პროცესებსა და მარეგულირებელი ჩარჩოს ნავიგაციას.

ქართული მხარე ჩართულია ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობაში, ცოდნის გაცვლასა და შესაძლებლობების გაძლიერებაში, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი საკვები ტექნოლოგიების განვითარებას ევროკავშირის გარემოსდაცვითი და სურსათის უსაფრთხოების პრიორიტეტებთან შესაბამისობაში.