DINARA-WELWET: ეროვნული სემინარი ველური ბუნების დაცვისა და ახალგაზრდული შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ

DINARA-WELWET: ეროვნული სემინარი ველური ბუნების დაცვისა და ახალგაზრდული შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ

2026 წლის 24 აპრილს, DINARA-WELWET პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაციის (GeBA) ორგანიზებით და ივ. ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა ეროვნული სემინარი.

მასში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა სპეციალისტებმა, სფეროს ექსპერტებმა და ახალგაზრდებთან მომუშავე პროფესიონალებმა, სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენლებმა, მათ შორის: ეროვნული სატყეო სააგენტო, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სემინარის პროგრამა ოთხ ძირითად თემატურ სესიას მოიცავდა: სექტორული გამოწვევები და შესაძლებლობები ბიოუსაფრთხოებასა და ეკოსისტემების აღდგენის მიმართულებით; ციფრული და ტექნოლოგიური საჭიროებები კონსერვაციის პრაქტიკაში (ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობა და მონაცემთა დამუშავების ინსტრუმენტები); უნარებისა და კომპეტენციების ხარვეზები ველური ბუნების დაცვასა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სფეროში; კარიერული გზები და დასაქმების პერსპექტივები "მწვანე" სექტორებში. ჯგუფური სამუშაო სესიები დაეთმო პრაქტიკული ტრენინგების დიზაინსა და ახალგაზრდული კვლევითი ჯგუფების სტრუქტურის ჩამოყალიბებას.

აღნიშნული ღონისძიება საერთაშორისო ტრანსნაციონალური ინიციატივის ნაწილია, რომელიც პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივად ხორციელდება. პროექტის მიზანია უნარების ხარვეზების გამოვლენა, ახალგაზრდების დასაქმების ბარიერების შეფასება და "ერთიანი ჯანმრთელობის" მიდგომაზე დაფუძნებული სასწავლო ინსტრუმენტების შემუშავება.

გალერეა