ევროკავშირის ახალი ონლაინ კურსი ზურმუხტის ქსელის შესახებ
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ევროკავშირი გარემოსთვის პროგრამის ფარგლებში დაიწყო ახალი ონლაინ კურსი,
ზურმუხტის ქსელი: სამართლებრივი ჩარჩოებიდან საზოგადოების ჩართულობამდე.
ეს კურსი დაეხმარება მონაწილეებს გაიღრმავონ ცოდნა ზურმუხტის ქსელის (შესახებ და უკეთ გაიაზრონ მისი როლი ბიომრავალფეროვნების დაცვაში.
კურის ხანგრძლივობაა 3.5 საათი და წარმოდგენილია 12 ინტერაქტიული მოდულით, რომლებიც მოიცავს:
- ზურმუხტის ქსელის სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძვლებს;
- ზურმუხტის ქსელის კავშირს ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან, მათ შორის Natura 2000-თან;
- ტერიტორიების ადაპტაციურ მართვასა და მონიტორინგს ;
- დაინტერესებული მხარეებისა და ადგილობრივი თემების ჩართულობის მექანიზმებს;
- პრაქტიკულ მაგალითებსა და შემთხვევების ანალიზს.
კურსის განმავლობაში მონაწილეები ისარგებლებენ გახმოვანებული პრეზენტაციებით, ანიმაციური ვიდეოებით, ექსპერტების ინტერვიუებით, რუკებით, პრაქტიკული შემთხვევების ანალიზით, თვითშეფასების ტესტებითა და დამატებითი სასწავლო მასალებით.
საბოლოო შეფასების წარმატებით დასრულების შემდეგ, 80% ან მეტი ქულის მიღების შემთხვევაში, მონაწილეს გადაეცემა კურსის დასრულების დამადასტურებელი ციფრული სერტიფიკატი.
გიწვევთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა ცოდნის გასაღრმავებლად, პროფესიული უნარების გასაძლიერებლად და ზურმუხტის ქსელის
ტერიტორიების ეფექტიანი დაცვისა და მართვის ხელშესაწყობად.
ასევე, გთხოვთ, გაუზიაროთ ინფორმაცია ამ კურსის შესახებ იმ კოლეგებს, ვისთვისაც ის შეიძლება საინტერესო და სასარგებლო იყოს.

